top of page
Product Page: Stores_Product_Widget
ზედაპირი №G-36

ზედაპირი №G-36

550,00GELPrice
1 Meter

სამზარეულოს ზედაპირი „ავანგარდი“ №G-36 არის ხის ეფექტის, მქრქალი, რელიეფური ტექსტურის მქონე მყარი დეკორატიული პლასტიკატით დამზადებული გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე ე.წ. ლამინატის არაპსსტფორმირებული ზედაპირი.

აღნიშნული კატეგორიის ზედაპირები ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანია ავანგარდში და ჩვენს გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე; მასალად გამოიყენება მაღალი წნევის მყარი დეკორატიული პლასტიკატი (solid HPL 1.1 mm) და მერქანბოჭკოვანი ფილები ე.წ „მდფ“. პლასტიკატის სქელი და მყარი ტექსტურის გამო, ზედაპირებს არ უკეთდება გადამრგვალება, არამედ ხდება მისი კუთხეებისა და წიბოების ყველა მხრიდან დამუშავება, რაც გამორიცხავს შიგნით წყლის შეღწევას და აქვს ლამაზი კუთხოვანი ფორმა;

უპირატესობები: გაცილებით უკეთ უძლებს ცხელის დადგმას (შესაძლებელია მასზე პირდაპირ გადმოდგათ ცხელი ქვაბი ქურიდან და დატოვოთ გაციებამდე); მისი შიგთავსი არის ნესტგამძლე; ზედაპირის დამუშავება უზრუნველყოფს ცვეთის, ხახუნისა და წმენდის მიმართ მეტ მდგრადობას; აღნიშნული მასალით მზადდება ზედაპირები შეკვეთით სასურველი ზომით და ფორმით, ასევე ბარის კუთხეები და სამუშაო დახლები 4 სმ-ისა და 6-სმ-ის სისქით. შესაძლებელია შესაბამისი მასალის სამზარეულოს ფართუკის (კედლის პანელის) და პლინტუსის დამზადებაც. სტანდარტული ზომა (420X60X4სმ)- ფასი 550 ლ; 60სმ-ის სიგანის ერთი მცირე ზომის დეტალის დამზადების შემთხვევაში გრძივი მეტრის ფასი -190 ₾; არასტანდარტული დეტალის დამზადების შემთხვევაში 1 კვ.მ -ს ფასი - 295ლ; შენიშვნა: პროდუქტი მზადდება შეკვეთიდან 10 სამუშაო დღეში.

Related Products

bottom of page