Acerca de

ვაკანსია!
შპს „ავანგარდი“ აცხადებს ვაკანსიას CNC როტერზე მომუშავე ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე.
შპს „ავანგარდი“ ეწევა მაგიდის ავეჯის ზედაპირების (ე.წ „სტალიჩნიცების) დამზადებასა და რეალიზაციას საქართველოში. გარდა ზედაპირებისა, კომპანია ინდუსტრიული დანადგარებით მომსახურებას უწევს ავეჯის ხელოსნებსა და მცირე საწარმოებს ავეჯის რთული დეტალების დასამზადებლად (მაგალითად მერქნბურბუშელოვანი ან მერქანბოჭკოვანი ფილების ფასადების მოღუნვა და დაფრეზვა); აქვს 4 მაღაზია და საწარმო; მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს მომხმარებლების მოთხოვნებს, რისთვისაც მას უხდება აწარმოოს სხვადასხვა ზომის (სისქე, სიგანე) სტანდარტული პროდუქტი და ასევე, მომხმარებლებისგან სისტემატიურად იღებს არასტანდარტული ზომისა და ფორმის დეტალების შეკვეთებს.
ხელოსნის ფუნქცია - მოვალეობები გულისხმობს CNC როტერის ოპერირეებასა და ავეჯის დეტალების დამზადებას, რაც მოიცავს:
-
დანადგარის ჩართვა/გამორთვას;
-
დანადგარზე ხელსაწყოების შეცვლას და მორგებას;
-
ნახაზის წაკითხვასა და გარჩევას;
-
გრაფიკულ კომპიუტერულ პროგრამ(ებ)ში ნახაზების შედგენა/ რედაქტირებას;
-
დეტალების შესაფერისი მასალის დაჭრას ზომებად;
-
შესაფერისი ფორმების მიცემას (მოოვალება, ამოჭრა);
-
დაფრეზვას;
-
CNC როტერზე ოპერაციების თანმიმდევრობის განსაზღვრას;
-
სამუშაო მასალის დაწყობას/გადმოწყობას როტერის სამუშაო მაგიდაზე;
-
სამუშაო ადგილის მოწესრიგებას;
-
მარტივი გაუმართავობების აღმოფხვარას. პრობლემების შემთხვევაში დროულად საწარმოს უფროსის ინფორმირებას;
-
უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
-
წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლს;
-
კომუნიკაციას ახდენს გაყიდვებისა და საწყობის თანამშრომლებთან დავალებების მისაღებად და მზა ნაწარმის ჩასაბარებლად.
ძირითადი მოთხოვნები:
-
მსგავს პოზიციაზე (CNC როტერზე) მუშაობის გამოცდილება;
-
უნდა შეეძლოს ნახაზების წაკითხვა და ინტერპრეტაცია;
-
მარტივი მათემატიკის გამოყენება ძირითადი გამოთვლების შესასრულებლად (მათემატიკური უნარჩვევები გასაუბრებისას მოკლე ტესტით შემოწმდება);
-
საბაზისო ხელის საზომი ხელსაწყოების გამოყენება;
-
პუნქტუალობა, პროდუქტიულობა, ხარისხზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლიანობა.
სასურველია:
-
საშუალო-პროფესიული ან მოკლევადიანი კურსების განათლება შესაფერისი მიმართულებით.
-
ინსტრუქციების გასარჩევად და წასაკითხად საკმარისი ინგლისური.
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
-
სამუშაო დრო დილის 9:30 საათიდან 17:30 საათამდე ყოველ დღე გარდა კვირისა და სადღესასწაულო/გამოსასვლელი დღეებისა; შესვენება 13:00 -დან 14:20-მდე.
-
გამოსაცდელი ვადა ორი კვირა;
-
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამომუშავების შესაბამისად.
-
დამატებითი სარგებელი - ჯანმრთელობის დაზღვევა, საწარმოში კორპორატიული მინიმალური პაკეტის შესაფერისად.
-
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ,
-
შეავსოთ განაცხადი ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით ქვემოთ მოცემული ფორმით ან გამოაგზავნოთ CV მეილზე office@avangardi.com.ge კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ 596 70 30 10
-
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ფორმა
აქ შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ ფორმა სამუშაოს თაობაზე.
Your content has been submitted
Your content has been submitted
Your content has been submitted
Your content has been submitted
An error occurred. Try again later
An error occurred. Try again later
An error occurred. Try again later
An error occurred. Try again later
An error occurred. Try again later