top of page

ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

შპს ავანგარდი დაარსდა 2004 წელს. თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო ავეჯის მასალის თურქეთიდან იმპორტოთ და მათი საქართველოში გაყიდვით, ხოლო 2010 წელიდან გადავიდა ავეჯის ზედაპირების (ე.წ „სტალიჩნიცების“) წარმოებაზე.

 

კომპანიის გაყიდვების ტერიტორიების ორი მთავარი ქალაქია თბილისი და ქუთაისი სადაც გვაქვს ფილიალები და ჩვენი მაღაზიები. ამასთანავე პროდუქტის მიწოდება ხდება ავეჯის მწარმოებლისთვის, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. სერვისს ვუწევთ ხელოსნებსაც ავეჯის არასტანდარტული დეტალების დამზადებით (დაწიბოვება, ბარის კუთხეები, ოვალური კარებები და ფასადები).

 

2020 წლის იანვარში გავხსენით ახალი, მთავარი შოურუმი თბილისში (ფეიქართა ქ. 66), რამაც განაპირობა მოთხოვნისა და გაყიდვების გაზრდა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედარებით მარტივად დასაძლევად. ამასთანავე მიმდინარეობს ახალი საწარმოო ხაზის გამართვის პროცესი.

 

შპს ავანგარდი აქტიურად თანამშრომლობს ავეჯის მწარმოებლებთან და მცირე საწარმოებთან. ყოველწლიურად 500-მდე ხელოსანი და მცირე მეწარმე სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია რომ სპეციალური დაკვეთით დამზადებულიავეჯის სეგმენტი, საქართველოში განვითარდეს და მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ასევე გაზრდის კომპანიის შემოსავალს.

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს , რომელიც შეიქმნა და - ის (Gesellschaft fur Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და ცდილობს მონაწილეობა მიიღოსპროექტეებში რომელიც ეხმარება ქართული ავეჯის წარმოების განვითარემბას. 2018 წელს, კომპანიამ აწარმოა ავეჯის დეტალები და კონპონენტები ქართველი დიზაინერების ავეჯისთვის, რომელიც წარდგენილი იქნა გერმანიაში გამოფენაზე.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომპანიის წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული მცირე ავეჯის მწარმოებელთა წარმატებაზე და გვსურს რომ წარმოებას დავამატოთ ისეთ მიმართულებები, რომელიც საშუალებას მისცემს მათ შესთავაზონ თავიანთ კლიენტს უკეთესი ხარისხის ავეჯი. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალხარისხიანი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, რომელებიც მრავალფეროვანი მომსახურებისა და პროდუქტის შექმნის საშუალებას იძლევა. კომპანიას აქვს ძლიერი ხედვა განავითაროს და გააფართივის ბიზნესი საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში და დანერგოს ახალი საწარმოო ხაზები საქართველოში ავეჯის მასალების წარმოების მიმართულებით. კომპანია ასევეა დაინტერესებულია მოიძიოს საერთაშორისო პარტნიორი პროფესიული ტრეინინგებისთვის ქართული ავეჯის კლასტერის სახელით.

ფაქტები და ციფრები

16+

200

500

წლები

შპს „ავანგარდი“ საქართველოში მოღვაწეობდა

სამუშაო მაგიდების რაოდენობა მზადდება და იყიდება დღეში

პარტნიორი ავეჯის ხელოსნების და მცირე საწარმოების რაოდენობა

ერთობლივი პროექტები ქართული ავეჯის კლასტერის სხვა წევრებთან ერთად

შპს „ავანგარდი“ 2017 წლიდან ქართული ავეჯის კლასტერის წევრია, რომლის დაარსებაშიც ამ კომპანიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო. კლასტერის ორ სხვა წევრთან ერთად, კომპანიამ გაიმარჯვა შსს-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ავეჯით, განათებითა და ტიხრებით მოწყობაზე. ამ პროეტზე სამმა კომპანიამ ერთობლივად იმუშავა - შპს „ავანგარდმა“ სამუშაო შეასრულა მყარი მასალებით (შპს „მასტერ საინი -  რკინის მასალებით; შპს ჰაუს სერვისი - რბილი მასალებით).

Projects
InternationalContact

CON TA CT

საერთაშორისო პროექტებისა და შეთავაზებებისათვის

</s></s>

</s></s>

ირინე ვერძეული

Ბიზნესის განვითარების მენეჯერი

</s></s>

კონტაქტი

ეწვიეთ

ᲩᲕᲔᲜ

ორშაბათი - პარასკევი 9:00 - 20:00

</s></s>

bottom of page