top of page
Product Page: Stores_Product_Widget
ზედაპირი - №G-39 (ულტრა მქრქალი; ფერი - ანტრაციტი)

ზედაპირი - №G-39 (ულტრა მქრქალი; ფერი - ანტრაციტი)

750,00GELPrice
1 Meter

სამზარეულოს ზედაპირი „ავანგარდი“ №G-39 არის ულტრა მქრქალი ტექსტურის მქონე მყარი პლასტიკატით დამზადებული არაპოსტფორმირებული ზედაპირი.

აღნიშნული კატეგორიის ზედაპირები ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანია ავანგარდში და ჩვენს გამორჩეულ პროდუქტს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე;

მასალა: მაღალი წნევის მყარი დეკორატიული პლასტიკატი (solid HPL 0,9 mm); მერქანბოჭკოვანი ფილები ე.წ „მდფ“.

პლასტიკატის სქელი და მყარი ტექსტურის გამო, ზედაპირებს არ უკეთდება გადამრგვალება, არამედ ხდება მისი წიბოს იმგვარად დამუშავება, რაც გამორიცხავს შიგნით წყლის შეღწევას და აქვს ლამაზი კუთხოვანი ფორმა;

უპირატესობები: გაცილებით უკეთ უძლებს ცხელის დადგმას (შესაძლებელია მასზე პირდაპირ გადმოდგათ ცხელი ქვაბი ქურიდან და დატოვოთ გაციებამდე); მისი შიგთავსი არის ნესტგამძლე; ზედაპირის დამუშავება უზრუნველყოფს ცვეთის, ხახუნისა და წმენდის მიმართ მეტ მდგრადობას; აღნიშნული მასალით მზადდება ზედაპირები შეკვეთით სასურველი ზომით და ფორმით, ასევე ბარის კუთხეები და სამუშაო დახლები 4 სმ-ისა და 6-სმ-ის სისქით. შესაძლებელია შესაბამისი მასალის სამზარეულოს ფართუკის (კედლის პანელის) და პლინტუსის დამზადებაც. სტანდარტული ზომა (420X60X4სმ)- ფასი 750 ლ; 60სმ-ის სიგანის ერთი მცირე ზომის დეტალის დამზადების შემთხვევაში გრძივი მეტრის ფასი -250 ₾; არასტანდარტული დეტალის დამზადების შემთხვევაში 1 კვ.მ -ს ფასი - 380ლ;

 

Related Products

bottom of page