top of page

ხშირად დასმული კითხვები

  • რომელ საათამდე მუშაობს „ავანგარდის“ მაღაზია?

„ავანგარდის“ მაღაზიები მუშაობს ყოველ დღე, გარდა კვირისა, დილის 09:30 - დან საღამოს 17:30-მდე. მაღაზიები დაკეტილია ეროვნულ სადღესასწაულო დღეებშიც.


კვირა დღეს შესაძლებელია მხოლოდ ზედაპირების (სტალიჩნიცების) დათვალიერება „შოურუმში“ ფეიქართა ქ. №66 -ში. ამ დღეს არ ხდება პროდუქციის გაყიდვა ან დამზადებული შეკვეთის გაცემა.

 
  • ზუსტად სად მდებარეობს ავანგარდის მაღაზია?

„ავანგარდის“ მაღაზიები მდებარეობს: თბილისი, ფეიქართა ქუჩა 66-ში და ელიავას ბაზრობაზე, აგლაძის ქუჩა 7; ქუთაისში - გუგუნავას ქუჩა 7. ავანგარდის „სტალიჩნიცები“ აგრეთვე იყიდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საბითუმო პარტნიორების საშუალებით.

 
  • რა სახეობის ზედაპირებს (სტალიჩნიცებს) ამზადებს ავანგარდი?

კოლექციის დასახელება

ზომა

მასალა

„სტანდარტული“

365*60*3სმ

დსპ; HPL (CPL)

“სტანდარტ+”

420*60*3,8სმ

მდფ; HPL (CPL)

„ავანგარდი“ (ე. წ. „ჯისოლო“)

შეკვეთით

მდფ; მყარი დეკორატიული ლამინატი

„კომპაქტი“

შეკვეთით

კომპაქტური ლამინატი

„ზერო“

შეკვეთით

კარბონის ზედაპირი

„აკრილის ქვა“

შეკვეთით

აკრილის ნაზავის ფილები

ხის დაფები

300 (400)*62*4 სმ

კოტით შეერთებული ხის მასალა


 
  • რით განსხვავდება ერთმანეთისგან შემდეგი ზედაპირები (სტალიჩნიცები): „სტანდარტული“, „სტანდარტ+“ და „ავანგარდი“ (ე.წ „ჯისოლო“)?

„სტანდარტული“ ზედაპირები მზადდება განსაზღვრული ზომით (სიგრძე365სმ* სიგანე60სმ *სისქე3სმ) და მასალით. გამოყენებულია დსპ, რაზეც გადაკრულია თხელი 0,5მმ სისქის HPL ან CPL (ე.წ. ლამინატი). სტანდარტულ ზედაპირებს ერთი მხრიდან აქვს ოვალი, რაც ზედაპირის შიდა ნაწილს იცავს დასველებისგან. გადაკრული ლამინატის თხელი ფენა სრულად წყალგაუმტარია, მიუხედავად იმისა იქნება ის პრიალა თუ მქრქალი (მატოვი) ან რელიეფური.


„სტანდარტ+“ ზედაპირების ზომა არის: სიგრძე420სმ* სიგანე60სმ *სისქე3.8სმ, მასალად კი გამოყენებულია მდფ ან ნესტგამძლე დსპ (ნაცვლად ჩვეულებრივი დსპ-სი), რაც ნესტის მიმართ მეტად გამძლეს ხდის მას, „სტანდარტულ“ ზედაპირებთან შედარებით.


ზემოთ ჩამოთვლილი ორივე ტიპის მასალით შესაძლებელია არასტანდარტული სიგანისა (70სმ, 80სმ ....135სმ) და ფორმის (კუთხე, ორი, სამი ან ოთხი გადამრგვალებით) დეტალების დამზადებაც. ასეთ შემთხვევაში ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს და დასამზადებლად საჭირო მოცდის პერიოდი შეადგენს 10 დღეს.


„ავანგარდი“ ე.წ. ჯისოლოს მასალით ზედაპირები მზადდება მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით. მასალად გამოიყენება მყარი დეკორატიული ლამინატი (ჯისოლო) და მდფ. ზედაპირებს არ უკეთდება გადამრგვალება, არამედ ხდება მისი კუთხეებისა და წიბოების ყველა მხრიდან დამუშავება, რაც გამორიცხავს შიგნით წყლის შეღწევას და აქვს ლამაზი კუტხოვანი ფორმა; გაცილებით უკეთ უძლებს ცხელის დადგმას (შესაძლებელია მასზე პირდაპირ გადმოდგათ ცხელი ქვაბი ქურიდან და დატოვოთ გაციებამდე). მაღალი ხარისხის მასალა უკეთ უძლებს ცვეთას. აღნიშნული მასალით მზადდება როგორც ზედაპირები, ასევე ბარის კუთხეები 4 სმ-ისა და 6-სმ-ის სისქით.

 
  • გაქვთ თუ არა ზედაპირები (სტალიჩნიცები) ხის ეფექტით?

დიახ, ხის ეფექტით ზედაპირები გვაქვს როგორც „სტანდარტულ“ ასევე „სტანდარტ+“ და „ავანგარდი“-ის კოლექციებში. ასევე გვაქვს ბუნებრივი ხის დაფებიც. გთხოვთ იხილოთ ბმულები: ხის ზედაპირები, ზედაპირები ხის ეფექტით.

 
  • ამზადებთ თუ არა სტანდარტულზე (60სმ) უფრო განიერ ზედაპირებს (სტალიჩნიცებს) გადაბმის გარეშე?

დიახ შესაძლებელია 135 სმ-მდე სიგანის მქონე ზედაპირების დამზადება გადაბმის გარეშე სპეციალური შეკვეთით. ასევე შესაძლებელია ე.წ „Г“-ს ფორმის კუთხის ზედაპირების დამზადება გადაბმის გარეშე, როდესაც ერთი მხარის სიგრძე არ აღემატება 420სმ-ს, ხოლო მეორე მხარის მაქსიმალური სიგრძე 135სმ-ია.

 
  • სად ვნახო თქვენი ზედაპირის ფასები და როგორ გამოვითვალო ფასი არასტანდარტული ზედაპირისთვის?

სტანდარტული ერთეულების ფასები მოცემულია ჩვენს ვებ-გვერდზე, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ოპერატორს ტელეფონით, ვაიბერით ან WhatsApp-ის საშუალებით.


 

თუ ვერ ნახეთ პასუხი თქვენს კითხვაზე მოგვწერეთ.

90 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page