top of page

რას ნიშნავს სამზარეულოს ზედაპირი ორი, სამი ან ოთხი მხრივ გადამრგვალებული (პოსტ-ფორმირებული) კიდით?

ავანგარდი მომხმარებლებს სთავაზობს არასტანდარტული ზედაპირების ფართო ასორტიმენტს, რომელიც შეესაბამება ნებისმიერ სივრცეს. 

ზოგადად, სტანდარტული ზედაპირის ერთი გრძელი კიდე შეიძლება იყოს გადამრგვალებული ან კვადრატული ფორმის (მასალიდან გამომდინარე).  

ჩვენთან, მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს ზედაპირი ორი, სამი და ოთხი როგორც მოპირდაპირე, ისე მომიჯნავე კიდეების გადამრგვალებით.


იმისათვის, რომ დამზადდეს გადამრგვალებული კიდით ზედაპირი, საწარმოო ინდუსტრიული დანადგარებით ჯერ მერქანბურბუშელოვან (დსპ) ან მერქანბოჭკოვან (მდფ) ფილებს უკეთდება გადამრგვალებული კიდე და შემდეგ მას ზემოდან ეკვრება მაღალი წნევის ლამინატი (HPL) სითბოს,  მაღალი წნევის და წებოვანი მასალის გამოყენებით. ლამინატი უნდა იყოს საკმარისად თხელი და პოსტფორმირებადი, ძირითადად 0,4მმ დან 0,6 მმ სისქემდე. ჩვენი საწარმო იყენებს 0,5მმ-სა და 0,6მმ-ის HPL-ს, რომელიც დაფარულია დამატებითი უხილავი დამცავი ფენით (Overley,)  რათა მივიღოთ ცვეთის მიმართ საკმარისად გამძლე ძედაპირები.






ზემოთ აღწერილი საწარმოო პროცესიდან და მასალების თვისებიდან გამომდინარე, შეუძლებელია უკვე დამზადებული, სტანდარტული, ერთკიდით ან გადამრგვალების გარეშე მზა ზედაპირით მიიღოთ ახალი ორ ან მეტ მხარეს გადამრგვალებული ზედაპრი.


ამიასთვის, ცალკეული მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თავიდან უნდა დამუშავდეს საწარმოო ინდუსტრიული დანადგარებით ჯერ მერქანბურბუშელოვანი (დსპ) ან მერქანბოჭკოვანი (მდფ) ფილები მომხმარებლისთვის სასურველი ზომებით. მხოლოდ შესაბამისად გადამრგვალებული კიდეების პროფილის შექმნიშ შემდეგ შესაძლებელია მასზე გადაიკრას ახალი HPL და მივიღოთ ზედაპირი რამოდენიმე ოვალით.

ჩვენს მზა ასორტიმენტში სამუშაო ზედაპირებს აქვს ერთი კიდე გადამრგვალებული, რადგანაც უმეტესად სამზარეულოს ზედაპირები ეკვრის კედელს და სწორედ ერთი კიდის გადამრგვალება არის ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაში. თუმცა, თანამედროვე სამზარეულოს სივრცის ინტერიერის დიზაინი სულ უფრო  მრავალფეროვანი და ინდივიდუალური ხდება. ხშირად მომხმარებლებს სჭირდებათ სამზარეულოს ზედაპირის იდენტური დეკორით ბარის, თაროს ან მაგიდის თავი, რომელიც ორი, სამი ან სულაც ოთხი გადამრგვალებული კიდით მზადდება. ასეთი ზედაპრის ზომებიც (სიგრძე, სიგანე და სისქე) ინდივიდუალურია. ყველა საჭირო პარამეტრის დაკონკრეტების შემდეგ ჩვენი კომპანია ათ სამუშაო დღეში მომხმარებლებს უმზადებს სასურველ პროდუტს.

გადამრგვალებული კიდეებით ზედაპირების დასამზადებლად  HPL-ის დეკორები შეიძლება შეირჩეს ჩვენი „სტანდარტული“ ან „ატანდარტ +“ კატალოგებიდან.  30 მმ-იანი სისქით, მერქანბურბუშელოვანი (დსპ) ფილის ფუძით ორ ოვალიანი ზედაპირების  ფასების გამოანგარიშება შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე პროდუქტების ბმულზე.

36 მმ-იანი სისქით, მერქანბოჭკოვანი (მდფ) ფილის ფუძით ორ ოვალიანი ზედაპირების  ფასების გამოანგარიშება შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე პროდუქტების ბმულზე.

158 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page